ნინო პავლიაშვილი
გეოგრაფი
დაბადების თარიღი 1955
დაიბადა 1955 წლის 10 აპრილს, ქ. გორში.
1978 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ეკონომიკური გეოგრაფიის სპეციალობით.
1978-1982 წლებში გაიარა ასპირანტურის კურსი ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში.
1978 წლიდან მუშაობს ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში უფროს მეცნიერ თანამშრომლად, შეთავსებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური გეოგრაფიის კათედრაზე.
1989 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: ,,საქართველოს ბუნებრივ-რეკრეაციული რესურსები და მათი რაციონალური გამოყენების პრობლემები“.
1999 წელს სტაჟირება გაიარა ბოგაზიჩის (ქ. სტამბოლი, თურქეთი) უნივერსიტეტში ტურიზმის პედაგოგთა საკვალიფიკაციო კურსებზე.
ნინო პავლიაშვილის მეცნიერული კვლევის სფეროებია: საქართველოს ბუნებრივ-რეკრეაციული რესურსების ცალკეული სახეობების, მათი ეკონომიკურ-გეოგრაფიული და ტერიტორიული შეთანაწყობა. საქართველოს რესურსული პოტენციალის თანამედროვე გამოყენების დონე და პერსპექტივების ანალიზი, რეკრეაციული მეურნეობის აღდგენის საკითხები, საკურორტო მეურნეობის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გარდაქმნა თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით; ტურიზმის გეოგრაფია და სხვა.
ნინო პავლიაშვილი არის საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების სამეცნიერო საბჭოს წევრი.